QuantStudio™ 3D ციფრული პჯრ სისტემა
კატალოგის ნომერი: 4489084
აღწერა:
Applied Biosystems®-ის QuantStudio™ 3D ციფრული პჯრ სისტემა QuantStudio™ 3D ციფრული სისტემის ერთერთი კომპიონენტია, რომელიც კითხულობს და აანალიზებს შესაბამის ჩიპებს პჯრ-რეაქციაში სამიზნე გენების ამპლიფიკაციის შემდეგ.
მცირე ზომის, მსუბუქი ინსტრუმენტი კითხულობს QuantStudio™ 3D Digital PCR ჩიპებს წუთებში და შექმნილია, რათა მოგვცეს აკურატული, სენსიტიური და ზუსტი რაოდენობრივი მონაცემები.
ციფრული პჯრ შესაძლებელს ხდის განხორციელდეს აბსოლუტური რაოდენობრივი ანალიზი მაღალი სენსიტიურობით და სიზუსტით, ამასთან არ არის საჭირო კონტროლის ან სტანდარტული მრუდის გამოყენება.
სისტემა მკვლევარს საშუალებას აძლევს Ct - მონაცემებისგან დამოუკიდებლად დაადგინოს სამიზნის ზუსტი რაოდენობა ნიმუშში, მისი უმცირესი კონცენტრაციების დროსაც კი.
QuantStudio™ 3D სისტემის ჩიპზე ნიმუშის დატანისას იგი განაწილებულია 20,000 დამოუკიდებელ სარეაქციო არეში.